რეზონანსი
04.10.2020

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის მძღო­ლმა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ ექ­სკლუ­ზი­ური ინ­ტერ­ვი­ური მისცა.

22 წლის გი­ორ­გი ხუ­მა­რაშ­ვი­ლი "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის" ეთერ­ში სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ი­ღო, რო­მელ­საც მას­ზე თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი, ზუ­რაბ ბე­ქა­უ­რი ახორ­ცი­ე­ლებ­და. ის იხ­სე­ნებს, რომ 17 სექ­ტემ­ბერს ბე­ქა­ურ­მა სახ­ლში მი­ა­კი­თხა, ჯერ აგი­ნა და შემ­დეგ, დე­დის თვალ­წინ სას­ტი­კად გა­უს­წორ­და.

"და­მი­ძა­ხა, გა­რეთ გა­მო­დიო. სა­ნამ გა­ვი­დო­დი, დე­და­ჩე­მი გა­რეთ დახ­ვდა. ნას­ვა­მი იყო, მეც ცოტა აგ­რე­სი­უ­ლად ვუ­თხა­რი, ჩა­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში, რა სუნი აგ­დის­-თქო. ამ სი­ტყვე­ბის მერე ფი­ზი­კუ­რად მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა, მეც ანა­ლო­გი­უ­რად ხე­ლით შე­ვე­ხე. მოგ­ვი­ვი­და ჩხუ­ბი" - ამ­ბობს ხუ­მა­რაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ამის შემ­დეგ ბე­ქა­უ­რი და­ე­მუქ­რა.

"მუ­ქა­რით წა­ვი­და, ახლა ნახე რას გი­ზა­მო. ამას გუ­ბერ­ნა­ტორ­თა­ნაც აქვს შე­ხე­ბა, სუს-თა­ნაც... გა­თი­შულ­ზე ვე­ღა­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე. ჩემს უკან ვინც იდგა, ანუ ოჯა­ხი, მათი და­ზი­ა­ნე­ბის უფრო შე­მე­შინ­და" - აღ­ნიშ­ნა ხუ­მა­რაშ­ვილ­მა.

რო­გორც ამ­ბობს, მომ­ხდარ შემ­თხვე­ვამ­დე ზუ­რაბ ბე­ქა­უ­რი მას თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას სთხოვ­და.

"აინ­ტე­რე­სებ­და სად ვი­ყა­ვით, ბა­ტო­ნი თა­მა­ზი სად იყო. დას­ვე­ნე­ბის დღე­საც მი­რე­კავ­და, ხვალ რას აპი­რებთ ზედგ რას აპი­რებთ. ერთი წე­ლია ამ რე­ჟიმ­ში ვცხოვ­რობს. თუმ­ცა არა­სო­დეს ინ­ფორ­მა­ცია არ მი­მი­წო­დე­ბია" - გა­ნა­ცხა­და ხუ­მა­რაშ­ვილ­მა.

თი­ა­ნე­თის მე­რის, თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის მძღოლ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა 17 სექ­ტემ­ბერს სცა­და. 22 წლის გი­ორ­გი ხუ­მა­რაშ­ვი­ლი სახ­ლში დე­დამ იპო­ვა და სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იმ დროს მძი­მე იყო, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×