რეზონანსი
04.10.2020

აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ 7 სოფელი დაიკავა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონტროლი ჯებრილის, ფიზულისა და ტერტერის რაიონებში კიდევ 7 სოფელზე დაამყარეს.

იქამდე კი ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი სოფელ მაგადიზშიც აღადგინეს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება განსაკუთრებით 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×