რეზონანსი
04.10.2020

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი უოლ­ტერ რი­დის სამ­ხედ­რო სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტე­რის“ მეშ­ვე­ო­ბით ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მისი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე დღე ნამ­დვი­ლი გა­მოც­და იქ­ნე­ბა. ტრამპმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დას­ვლის მო­მენ­ტში თავს არც ისე კარ­გად გრძნობ­და, ახლა კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

„მე უნდა დავ­ბრუნ­დე, რად­გან ჩვენ უნდა გავ­ხა­დოთ ამე­რი­კა დი­ა­დი, ჩვენ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დას­რუ­ლე­ბას ისე, რო­გორც ის და­ვი­წყეთ“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ტრამპმა ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ამე­რი­კელ ხალ­ხს მხარ­და­ჭე­რის­თვის და მსოფ­ლიო ლი­დე­რებს თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×