რეზონანსი
04.10.2020

ზუგდიდში კორონავირუსი პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა ინფიცირებულის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნისკენ მოუწოდეს, თუმცა მშობლებმა ბავშვი სკოლაში მაინც გაუშვეს.

მომხდარის გამო მთელი კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, თუმცა სკოლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ვისთანაც კი შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ მოსწავლეს, გადავლენ თვითიზოლაციაში და 2 დაწყებითი კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×