რეზონანსი
04.10.2020

როგორც აღმოჩნდა მსოფლიოს უდიდესი ინტერნეტ საცალო ვაჭრობის კომპანიის Amazon.com-ის 19,816 თანამშრომელს კორონავირუსი ჰქონდა.

პანდემიის დასაწყისში, ამაზონის თანამშრომლებმა კომპანია კორონავირუსზე რეაგირების გამო გააკრიტიკეს. თანამშრომლები, იმ ობიექტების დროებითი დახურვის მოთხოვნით, სადაც ადამიანები ინფიცირებული იყვნენ.

კომპანიაში დასაქმებულები აცხადებდნენ, რომ ამაზონი კორონავირუსის ტესტის შედეგების შესახებ ნელნელა

აცხადებდა.

ახლახან კომპანიამ, კორონავირუსის ნიმუშების ანალიზისთვის საკუთარი ლაბორატორიების მშენებლობა დაიწყო.

კომპანიამ 150-ზე მეტი პროცედურული ცვლილება შეიტანა საწყობის მუშაობის წესებში, მათ შორის ტემპერატურის გაზომვები და ბარიერები, და გადანაწილდა 100 მილიონზე მეტი სამედიცინო ნიღაბი.

მიუხედავად იმისა, რომ ამაზონი მიღებული უსაფრთხოების ზომებით ამაყობს, კომპანიის განცხადებები ზოგიერთი თანამშრომლის პრეტენზიებს ეწინააღმდეგება, რომლებიც აცხადებენ, რომ კომპანიის პოლიტიკა საკმარისად გამჭვირვალე არ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×