რეზონანსი
04.10.2020

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ დეზინფორმაცია უწოდა ცნობას იმის შესახებ, თითქოს, საქართველოს გავლით, სამხედრო ტექნიკა თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაადგილდება. მისი თქმით, ყველა ასეთ დეზინფორმაციას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„ჩვენ, ამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტას მივემხრობით და მაქსიმალურად ვეცდებით ამ კუთხით ჩავერთოთ და შევთავაზოთ საქართველო თუნდაც მოლაპარაკებების მაგიდის სახით.

ამ პრინციპის ერთგულნი ბოლომდე დავრჩებით, მიუხედავად მცდელობისა გარე ფაქტორებისგან, ასევე ქვეყნის შიგნითაც გარკვეული ძალები სამწუხაროდ ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინონ, როგორც ამ კონფლიქტის მხარე.

ეს არის სიცრუე და მათ ამ მცდელობას შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან ჩვენი პოზიცია არათუ მკაფიოდ არის დაფიქსირებული, არამედ კარგი კომუნიკაცია გვაქვს მხარეებთან და შესაბამისი ქმედებები ხორცილდება, რომ ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას შესაბამისი პასუხი გაეცეს.

ორივე მხარეს მოვუწოდებ, საქართველოს ჩართულობა მშვიდობის მიღწევის კუთხით, ბოლომდე გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×