რეზონანსი
05.10.2020

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია ბეილაგანს, ტერტერს და ბარდას ბომბავს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად ადეკვატური ზომები უკვე მიღებულია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები სომხეთის ჯერმუკის, გაფანის და ბერდის რეგიონებიდან გაუშვეს, რომელთა სამიზნე აზერბაიჯანის მჭიდროდ დასახლებული რაიონები გახდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას უარყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×