რეზონანსი
05.10.2020

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რიცხვებს ნეგატიურად არ აღიქვამენ - ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"გაზრდილ რიცხვებს არ აღვიქვამთ როგორც ნეგატიურ რიცხვებს, რადგან საკმაოდ მაღალია პროცენტული გამოვლენა იმ სამიზნე ჯგუფებში, რომლებშიც ჩვენ ვატარებთ ტესტირებას.

ჩვენი მიზანია, გამოვლენა გვქონდეს მაღალი და არცერთი ინფიცირებული არ დარჩეს როგორც საზოგადოებისთვის რისკის მატარებელი საზოგადოებაში და ინფექციის გამავრცელებელი," - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×