რეზონანსი
05.10.2020

აჭარაში ჩვენ ვიყავით საკმარისად მკაცრები იმისათვის, რომ ყველაფერი გვეკონტროლებინა. გვქონდა გარკვეული მიდგომები, სიტყვიერი გაფრთხილების გარდა, ყველა დაწესებულებას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათ მიერ დაცული ზომები, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

„ჩვენ საკოორდინაციო საბჭოზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობები, რომელიც ეხება კოვიდის მართვას. ეს არის სამშრიანი პასუხისმგებლობა. ყველაზე დიდი წილი პასუხისმგებლობის მოდის სამთავრობო გუნდზე და ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელიც არის სტრუქტურულად ჩართული კოვიდის მართვაში. შემდეგ არიან კერძო სექტორისა და სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებმაც მკაცრად უდნა დაიცვან ის რეგულაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი უსაფრთხოების მხრიდან მათთვის არის დეტალური პროტოკოლები მიწოდებული და შესაბამისად, მათი დაცვა არის მნიშვნელოვანი. არ უნდა გამოგვრჩეს ჩვენი 3 700 000 მოქალაქის პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ და დიდ ძალას“, - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×