რეზონანსი
05.10.2020

ჩვენი მოთხოვნაა გამოძიებასთან ერთად მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვა და იმ ჩანაწერების შეფასება, რომელიც უნდათ, რომ გამოიყენონ როგორც თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურასთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქმის მასალებში არის გარკვეული პირების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც საჭიროა დამატებით ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვა და საზოგადოებისთვის ბევრი ახალი დეტალი გახდება ცნობილი.

,,გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ჩვენ ვითხოვთ, რადგანაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა, მოხდეს გაერთიანება და დაინიშნოს ფსიქოლოგიურ კომისიურ-კომპლექსური, ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გამოძიებასთან ერთად მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვა. მოხდეს იმ ჩანაწერების შეფასება, რომელიც უნდათ, რომ გამოიყენონ, თითქოს თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება. ამ შუამდგომლობას ვაყენებთ და გარდა ამისა, საქმის მასალებში არის გარკვეული პირების ჩვენებები, რომლების საფუძველზეც დამატებით იქნება ვიდეოკამერების და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოთხოვა საჭირო. ბევრი ახალი სიახლე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ის მარშრუტი, რომელიც თამარმა განახორციელა საკუთარი ავტომობილით აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ლოკაციას, რომელიც გაასაჯაროვა პროკურატურამ", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს. როგორც მან მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასალა საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც მისი შეფასებით, თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×