რეზონანსი
05.10.2020

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგის, ეკა ქარქაშაძის შეფასებით, სასწავლო დაწესებულებები, შესაძლოა, კოვიდ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახდეს.

"რისკები არსებობს სკოლებთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებაში ინექციის გავრცელების ეტაპზე ვართ სამწუხაროდ, ამიტომ, ისევე როგორც სკოლაში, უნივერიტეტში შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი გავრცელება,"-განაცხადა "დღის კურიერში" ეკა ქარქაშაძემ.

ეპიდემიოლოგის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 33 პაციენტი მკურნალობს, ხოლო სამი პაციენტის მგდომარეობა მძიმეა, მათგან ერთი კრიტიკულია. ეკა ქარქაშაძე აცხადებს, რომ უახლოს მომავალში, ეპიდემიოლოგები "კოვიდ-19-ით" ინფიცირების მატებას ვარაუდობენ.

"ზაფხულში ჯერ კიდევ კლასტერულ პერიოდში ვიმყოფებოდით, როდასაც შესაძლებებლი იყო წყაროს დადენა. სამწუხაროდ, სექტემბრიდან უკვე საზოგადოებაში ისეთი გავრცელება გვაქვს, რომ წყაროს ვერ ასახელებს ინფიცირებული. ფაქტობრივად, ახლა ინფექციის მატების პერიოდი გვაქვს. ჩემი პროგნოზით, მატება ჯერ კიდევ გვექნება, რთულია ციფრებზე ლაპარაკი, დამოკიდებულია ეს, რამდენად გამოვიყენებთ სიფრთხილის ზომებს და გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს,"-განაცხადა "დღის კურიერში" ეკა ქარქაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×