რეზონანსი
05.10.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგმა ეკა ქარქაშაძემ გადაცემაში „დღის კურიერი" განაცხადა. მისი თქმით, რეანიმაციაში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ერთი არის კრიტიკული.

საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 578 ადამიანს დაუდასტურდა, 375 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. 416 ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 72 - თბილისში. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ კორონავირუსის 8696 შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 54 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×