რეზონანსი
05.10.2020

„მომდევნო კვირას დედაქალაქში გრიპის ვაქცინის პირველი ნაწილი შემოვა და მოსახლეობას აცრა შეეძლება",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში სახელმწიფო 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს.

„გრიპის ვაქცინა არის შეძენილი, ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე,რომ შევიძინოთ დამატებითი რაოდენობა, ვინაიდან მოსახლეობის სურვილი და მოთხოვნა გაზრდილია. ერთი კვირის მანძილზე უკვე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი იქნება ქალაქში და დავიწყებთ უკვე მოსახლეობის ვაქცინაციას",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×