რეზონანსი
05.10.2020

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი „იავნანა" გორში სკოლის მოსწავლეების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „იავნანას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კლინიკას 3-4 ოქტომბერს, ინტოქსიკაციის სიმპტომებით 48 პაციენტმა მიმართა.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მოზარდებიდან 16 მოთავსდა სტაციონარში, დანარჩენ 32 ბავშვს კი გაეწია შესაბამისი მომსახურება და ყველა მათგანმა დატოვა კლინიკა.

„გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას", 3-4 ოქტომბერს, ინტოქსიკაციის სიმპტომებით მომართა 48 პაციენტმა. პაციენტების ასაკი 1-დან 16 წლამდეა. აღნიშნული მოზარდებიდან 16 მოთავსდა სტაციონარში, დანარჩენ 32 ბავშვს კი გაეწია შესაბამისი მომსახურება და ყველა მათგანმა დატოვა კლინიკა. რაც შეეხება სტაციონარში მოთავსებულებს, არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის, ძირითადად, მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

რაც შეეხება 5 ოქტომბერს, დღეს, 16 საათის მონაცემებით, ინტოქსიკაციის სიმპტომებით ,,იავნანას" 18-მა პაციენტმა მომართა, მათგან მხოლოდ 1 მოთავსდა სტაციონარში, 17 მოზარდს კი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება, მათგან 12-მა კლინიკა უკვე დატოვა.

მთლიანობაში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას" პედიატრიულ განყოფილებაში, 16 საათის მონაცემებით, ბაქტერიული გასტროენტერიტით მოთავსებულია 17 პაციენტი, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×