
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ჯერ კიდევ უჭირს კოვიდ-19-ის აპლიკაციების გამოყენება, მისი ეფექტი კი ძალიან დიდია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ინფიცირებული კორონავირუსისი პრევენციისთვის შექმნილ აპლიკაციას გამოიყენებს და მიუთითებს რომ ის ინფიცირებულია, აპლიკაციის საშუალებით კონტაქტების მოძიება გახდება შესაძლებელი.
„განვითარებული IT ტექნოლოგიები კორონავირუსის ერთ-ერთი მართვის მეთოდია. ზოგადად, აპლიკაციების დანიშნულებაა საზოგადოებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების კულტურაზე ეფექტი. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უჭირს ამ აპლიკაციების გამოყენება. მისი ეფექტი კი ძალიან დიდია. ვისაც კეთილსინდისიერად შეყავს აპლიკაციაში მონაცემები, რომ ინფიცირებული იყო, შემდგომ მთელი სისტემებია კავშირის, რაც ადგენს ინფიცირებული სად გაივლის, რასთან ჰქონდა კავშირი. ეს, რა თქმა უნდა უნდა, დამატებითი ინფორმაციაა ეპიდემიოლოგებისთვის. განსაკუთრებით დიდი გავრცელებისას, რომ მოხდეს იდენტიფიცირება კონტაქტში მყოფი პირების. პრობლემაა ზოგადი ქვეყანაში IT ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება. 4 წლის წინ, ჩვენ შევქმენით იმუნიზაციის აპლიკაციაც. ყველა დედას, ვინ იმშობიარებდა რეკომენდაცია იყო ჩამოეტვირთათ და შეეყვანათ შვილის დაბადების დღე და წელი, აპლიკაცია კი აძლევდა მათ ინფორმაციას საქართველოში არსებულ იმუნიზაციის კალენდარზე, როდის უნდა აცრილიყო ბავშვი ახსენებდა. აპლიკაცია 4 წლის წინ გავაკეთეთ და ჩამოტვირთა 1000-მა მშობელმა, როდესაც წელიწადში 50 ათასიდან 55 ათასამდე მშობიარობაა", - განაცხადა გამყრელიძემ.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი