რეზონანსი
06.10.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარიდანაა.

აჭარიდან გახლავთ 348 პაციენტი, თბილისიდან - 99 პაციენტი, იმერეთიდან - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 19, მცხეთა-მთიანეთიდან - 10, შიდა ქართლიდან - 4, გურიიდან და კახეთიდან - 3-3, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან კი 1-1 პაციენტი - ამბობს ენდელაძე.

ენდელაძის თქმით, 55 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე და 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. 

6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×