
ძალზე მნშვნელოვანია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და ორ წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოში ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, თბილოსის ცენტრალურ პარკის პროექტის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
გიორგი გახარიას თქმით, ცენტრალური პარკი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე
„პროექტი უკვე დაიწყო და ორ წელიწადში თბილისს ასეთი სივრცე ექნება. უნდა ავღნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის ხელწერა, თუ როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე. ამ ხელწერის გამომსახველი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი. შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თბილისის ბოტანიკური ბაღი, დენდროლოგიური ბაღი, ახლა ცენტრალური პარკი და არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი. ეს ყველაფერი, ეკოლოგიური კომპონენტის გარდა, შეიცავს თითოეული მოქალაქის ცხოვრების სტილის ცვლილებას. ჩვენ გვექნება ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან. ყველას კარგად უდნა გვახსოვდეს, რომ დღეს, პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას. ყველანი კარგად ვხვდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომელიც უდნა მოეწყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და რა ტქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რომლისთვისაც მადლობა უდნა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამასთან ერად მინდა მერიას ვუსურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ ეს პროექტი დათქმულ ვადებში განხორციელდება და ქალაქს შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მწვანე ზონა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.
36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ" კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.