რეზონანსი
06.10.2020

სრულიად მიუკერძოებლად ვამბობ, მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ twitter-ში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისი პატრიოტული ხასიათიდან გამომდინარე კვლავ ბევრ სიკეთეს გააკეთებს.

„სრულიად მიუკერძოებლად ვამბობ, მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა აკეთებს. დარწმუნებული ვარ, კვლავ ბევრ სიკეთეს გააკეთებს ქვეყნისათვის მისი პატრიოტული ხასიათიდან გამომდინარე", - წერს გიორგი გამსახურდია.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ" თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ცენტრალური პარკი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×