რეზონანსი
06.10.2020

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ძნელი სათქმელია, როდის აღარ იქნება კორონავირუსით ინფიცირება კონტროლირებადი, თუმცა ქვეყანა ამ ეტაპზე სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას წარმატებით უმკლავდება.

"ძნელი კითხვაა ძალიან. იმისი მარჟა რაოდენობრივი, რომ ვთქვათ 500-დან 600 ვმართავთ და კონტროლირებადია და როგორ იქნება 700-ზე, 900-ზე ან 1500-ზე, ეს ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ამ სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას, ჯერჯერობით, ვმართავთ ძალიან წარმატებით და სრულფასოვნად. არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ტესტის, ექიმის კონსულტაციის და კლინიკაში მოთავსების გარეშე. სიკვდილიანობა არის მინიმალური," - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×