რეზონანსი
06.10.2020

რეკომენდაციების მიხედვით, თუ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სამი დღე უსიმპტომოა, საავადმყოფოდან 10 დღის შემდეგ ტესტირების გარეშე გაეწერება, რადგან ვირუსი გადამდები აღარ არის – ამის შესახებ განცხადება, თბილისი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, გააკეთა. 

„ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად შეიმუშავეს ეს რეკომენდაცია. ჩვენ ვალდებული ვართ, შევასრულოთ. მათ სერიოზული გამოკვლევებით დაადასტურეს, რომ კოვიდით შეიძლება ბოლომდე პაციენტი არ იყოს მორჩენილი, მაგრამ ათს პლუს სამი დღის შემდეგ გადამდები აღარ არის, მას შეიძლება ჰქონდეს პნევმონია, ან თრომბოემბოლია, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ის გადამდები არ არის. ამიტომ ოფიციალურად, მსოფლიომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ 10 დღის გასვლის შემდეგ, თუ სამი დღე პაციენტი უსიმპტომოა, ის გაიწეროს ტესტირების გარეშე, საქართველო ამას შეუერთდა ყველაზე ბოლოს, რადგან ვფრთხილობდით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×