რეზონანსი
06.10.2020

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობიდან გადადგომას ფიქრობდა, თუმცა ხმამაღლა არსად უთქვამს. მისივე თქმით, გადადგომაზე საუბარი მას არც პრემიერმინისტრთან ჰქონია და მთავრობის მეთაურთან მხოლოდ კორონავირუსის მართვის საკითხებს განიხილავს:

„მე არც ერთხელ არ განმიცხადებია რომ ვაპირებდი გადადგომას. ეს გააჟღერა ზოგიერთმა ტელევიზიამ, ასე, რომ თქვენ არ გაქვთ არგუმენტი რომ მე ერთხელ მაინც სადმე მეთქვას რომ ვაპირებ გადადგომას. ასეთი რამე არ მითქვამს. ჩემთვის ასეთ შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ არსად განმიცხადებია. ჩემთვის ვფიქრობდი გამეგრძელებინა საქმიანობა, თუ გადავმდგარიყავი?

მიზეზებზე მე რომ მდომოდა კომენტარის გაკეთება და საუბარი, ვისაუბრებდი... პრემიემინისტრთან არანაირი საუბარი არ მქონია. არც ერთხელ, ჩემი გადადგომის საკითხი პრემიერამდე არ მიმიტანია" ამბობს ცერვცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×