
მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 518 კოვიდინფიცირებულიდან 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„4 518 შემთხვევიდან 58 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათგან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.
„ჩვენს ცენტრში 42 კოვიდინფიცირებული იმყოფება, აქედან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ერთი ინფიცირებული კი კრიტიკულია, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებული არის და პროგნოზი კეთილსაიმედოა", - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.