რეზონანსი
07.10.2020

საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე, 2020 წლის 7 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალ გახსნილ ავტობანზე (ქ. ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზა) №5 (LS) ხიდის გახსნის ღონისძიებებისთვის საჭიროა კოჭის ამწევი მექანიზმის გადაადგილება, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2020 წლის 7 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე, ქ. ხაშურის გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×