რეზონანსი
07.10.2020

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთაგან ერთი პაციენტი თერჯოლაში კლინიკა "თერჯოლამედში" გადიოდა მკურნალობას.

როგორც კლინიკის დირექტორი დავით სარიშვილი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, 88 წლის ქალი ბათუმიდან გუშინ შეიყვანეს, მისი გარდაცვალება კი კლინიკაში მოთავსებიდან ცხრა საათში დაფიქსირდა.

88 წლის ქალს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. ექიმის თქმით, პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა.

ამ დროისთვის კლინიკა "თერჯოლამედში" სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×