“უნდა მოხდეს ადამიანების ინფორმირება, რომ არჩევნებზე მისვლა საფრთხეს არ წარმოადგენს და გარემო არ იქნება კოვიდინფიცირების გავრცელების წყარო”
ქრისტინე კაპანაძე
07.10.2020

ბათუმში კორონავირუსის გავრცელების გამო არჩევნები იმ შემთხვევაში ვერ ჩატარდება, თუ კი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ შეძლებს ვირუსის გაკონტროლებას. ჯერჯერობით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. გლობალური ცვლილებები არ იგეგმება, მათ შორის არც არჩევნების გადადების საკითხი.

კითხვას მოსალოდელია თუ არა ვირუსის მაღალი მაჩვენებლის გამო ბათუმში არჩევნები ვერ ჩატარდეს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე პასუხობს - როგორც ის „რეზონანსთან" ამბობს, სანამ ჯანდაცვის სისტემა ვირუსულ ინფექციას უმკლავდება, ჩაკეტვები და დამატებითი ცვლილებები, მათ შორის არჩევენების ვერ ჩატარების საკითხი ქვეყანას ბევრ პრობლემას შეუქმნის.

„არჩვენები კი არ უნდა გადაიდოს არამედ აუცილებლად უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად დაცულ გარემოში. ჯანდაცვის სისტემამ უნდა გასცეს რეკომენდაციები და მიიღოს საჭირო ზომები, რათა საარჩევნო გარემო უსაფრთხო იყოს. ჩაკეტვები ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ძალიან ბევრ პრობლემებს შეუქმნის.

„ვირუსის გავრცელებისა თუ გადადების საფრთხე ყოველთვის არის, როცა საუბარია ადამიანთა შეჯგუფებაზე. თუ ერთი ადამიანი მაინც არ დაიცავს წესს, ეს უკვე დაინფიცირებულთა მაჩვენებელს გაზრდის.

"მინდა აღვნიშნო, რომ ბევრმა ადამიანმა საერთოდ არ იცის რომ კოვიდ ინფიცირებულია და სრულიად უსიმპტომოდ გადააქვთ ვირუსი. ამიტომ, დიდი შანსია სწორედ ასეთი ადამიანისგან მოხდეს გადადება სხვაზე.

"შესაბამისად, აუცილებელია თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება. თუ ადამიანები დაიცავენ ყველა რეკომენდაციას და უახლოეს დღეებში ვირუსი მძიმე ფორმებში არ გამოვლინდება, მე ვერ ვხედავ არჩევენების გადადების ან ვერ ჩატარების აუცილებლობას,"- ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

კითხვაზე არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ ამომრჩეველი შიშის ნიადაგზე უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, ხმალაძე გვპასუხობს, რომ ეს ინდივიდუალური პროცესია, ამიტომ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საარჩევნო გარემოსა და უბნების უსაფრთხოების შესახებ.

„თუ კი მოსახელეობა შიშის საფუძველზე თავს შეიკავებს არჩევნებში წასვლაზე, ეს არის ინდივიდუალური პროცესი და ამას სჭირდება მუშაობა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ადამიანების ინფორმირება, რომ არჩევნებზე მისვლა საფრთხეს არ წარმოადგენს და გარემო არ იქნება კოვიდინფიცირების გავრცელების წყარო.

„ყურადღებით უნდა ვიყოთ და პანიკა არ ავტეხოთ. ეს იმას არ ნიშნავს რომ „ფეხებზე უნდა დავიკიდოთ ყველაფერი", თუმცა, ვაიმე რა გვეშველებას ძახილიც არ არის კარგი, რადგან პანიკისგან გამოწვეული ცვლილებებისა და უბედურებების მოგვარება შეიძლება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდეს. დავიცვათ რეკომენდაციები და წესები, ხოლო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარობა მიიღებს," - ამბობს ირაკლი ხმალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×