რეზონანსი
07.10.2020

თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის, ნანი გიორგაძის განცხადებით, მეექვსეკლასელის დაინფიცირების წყარო მისი ძმაა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობს.

მოსწავლეს სკოლაში ორშაბათიდან აღარ უვლია, ვირუსი კი მას დღეს დილით დაუდასტურდა. როგორც დირექტორი აცხადებს, ეპიდემიოლოგებს არც კლასის და არც სკოლის სხვა მოსწავლეების ან პერსონალის იზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია არ გაუციათ.

სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×