
გერმანიამ საქართველო, იორდანია, რუმინეთი და ტუნისი კორონავირუსის რისკის შემცველ რეგიონებად გამოაცხადა.
აღნიშნული ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან გერმანიაში დაბრუნებულ პირებს კარანტინის გავლა მოუწევთ.
დღეს რობერტ კოხის სახელობის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა ახალი შეფასება გამოაქვეყნა. საკარანტინო სიაში სხვა ქვეყნების რეგიონებიც მოხვდა, მათ შორის ნიდერლანდების, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და უნგრეთის რეგიონები.
გერმანია ქვეყნებსა და რეგიონებს რისკის შემცველად მაშინ აცხადებს, როდესაც შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 50 შემთხვევას აღემატება.