რეზონანსი
07.10.2020

აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები საქართველოსა და ირანის საზღვრებს საფრთხეს უქმნის, - განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ოვანისიანმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ორი უპილოტო საფრენი აპარატი საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

„ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა არაფრის გამორიცხვა შეიძლება. ირანისა და საქართველოს საზღვრები საფრთხის ქვეშ არის“, - განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატი ჩამოვარდა. უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×