
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსა და კუჭატანის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც გუშინ ღამით უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, კვლავ პოლიცია აკონტროლებს და ლენტით არის შემოსაზღვრული. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილთან ახლოს ვენახი მთლიანად დამწვარი და განადგურებულია.
ადგილი, სადაც საფრენი აპარატი ჩამოვარდა, დასახლებული პუნქტიდან ორი კილომეტრითაა დაშორებული. საბედნიეროდ, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორიაზე იმყოფებიან ექსპერტები და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სავარაუდოდოდ, ისინი აქ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე დარჩებიან.
როგორ მოხვდა უპილოტო საფრენი აპარატები და რამ გამოიწვია მათი აფეთქება, ამასთან დაკავშირებით კომენტარი შესაბამის უწყებებს არ გაუკეთებია.
უპილოტო საფრენი აპარატი გუშინ საღამოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მახლობლად და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფე კუჭატანთან ახლოს ჩამოვარდა.