რეზონანსი
08.10.2020

სააკაშვილისთვის ტრეფიკინგის ან ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო ახლო იქნებოდა და შედეგსაც უფრო გამოიღებდა, ვიდრე დავით გარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა. ამ აბსურდს, როცა ტერიტორია არავის გაუსხვისებია, ჯობდა სხვა რაღაცები გაეკეთებინათ, - ამის შესახებ საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) დამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეში არანაირი ლოგიკა არ არსებობს და სამართლებრივად და პოლიტიკურად აბსოლუტურად „შტერული გადაწყვეტილებაა" მიღებული.

„მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალონ, რომ გვირაბი გაყავდა ბომბეიდან ბრიუსელამდე ან არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია დაბრალების თვალსაზრისით. ჩვენი ხელისუფლების რიტორიკას რთულად მივყვებით, ლოგიკა არაფერში არსებობს, სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი საქმეა და ვერანაირი შედეგი ვერ დადგება, რეალურად ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ვერავის ბრალი ვერ დადასტურდება. სახელმწიფო ტერიტორიების გასხვისების სკითხზე მისი ბრალეულობა პოლიტიკურადაც აბსოლუტურად აბსურდული და შტერული გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, გარდა იმისა, რომ ეს საკითხი არის მიუღებელი, ასევე საკმაოდ რთული შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის, თან მიმდინარეობს ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. როდესაც ეს ომიც დასრულდება და არჩევნებიც დასრულდება, აზერბაიჯანთან უნდა გავაგრძელოთ საზღვრის დელიმიტაცია და ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული და რატომ აკეთებენ ამას - ჭკუის ნაკლებობის გამო თუ უნდათ, რომ ვღაცასთან გამოიჩინონ თავი და აი, კიდევ ერთი არგუმენტი სააკაშვილის წინააღმდეგ - ეს ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ჩვენს წინააღმდეგ ამ საქმის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ აზერბაიჯანთან ამ კომისიას თავისი ფუნქციონირების წესები აქვს და ამ მოლაპარაკებებზე სისხლის სამართლებრივი საქმით ზეგავლენის მოხდენა ეს არ არის მიღებული პრაქტიკა და არც ერთ შემთხვევაში შედეგს არ გამოიღებს", - განაცხადა ჟღენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×