რეზონანსი
08.10.2020

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ ეტაპზე 21 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება. როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა აცხადებს, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გუშინ საღამოს კოვიდინფიცირებულმა ორსულმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა, ერთ ორსულს კი საკეისრო კვეთისათვის ამზადებენ.„გუშინ იმშობიარა ჩვენთან ორსულმა კოვიდინფიცირებულმა ქალბატონმა და ბიჭი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

ისინი ცალ-ცალკე, ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან. აქვს თუ არს ახალშობილს კირონავირუსი, ამ ეტაპზე უცნობია. ხვალ აუღებენ ნიმუშებს ტესტირებისთვის ამ ეტაპზე კლინიკაში 21 პაციენტია.

ყველა თავს კარგად გრძნობს. ერთი მძიმე პაციენტის რეფერირება გუშინ განხორციელდა, ხოლო მეორე საყურადღებო პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღარ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

იხილეთ სრულად - პრაიმთაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×