რეზონანსი
08.10.2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ძალების გაყვანის გრაფიკს ითხოვს. მისი თქმით, გრაფიკი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა უნდა დაამტკიცონ.

„ჩვენ უნდა წარმოგვიდგინონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის ჯარების გაყვანის გრაფიკი, რომელიც უნდა დაამტკიცონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, შუამავალმა ქვეყნებმა", - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია ცალმხრივად, ეს უნდა იყოს ორმხრივი გადაწყვეტილება და ერთობლივად უნდა შესრულდეს.

მთავარი გზავნილია სომხეთისთვის - ჩვენ არ ვართ სომხურ მიწაზე, ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ" , -წერს ალიევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×