მარიკა ხორავა
08.10.2020

ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი 10 დღეზე მეტია გრძელდება. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ავრცელებენ ცნობებს დაღუპულებსა და დაჭრილებზე. ასევე ვრცელდება სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურების კადრები, რეპორტაჟები დაბომბილი ქალაქებიდან. თუმცა, აქამდე არც სომხურ და არც აზერბაიჯანულ მხარეს არაფერი განუცხადებია ტყვეებზე. ამ თემაზე არც არაოფიციალური და ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. როგორ შეიძლება ეს აიხსნას?

რატომ ტყვეები არ ჰყავს არც ერთ მხარეს - რა შემთხვევებში ხდება ომის დროს ტყვეების აყვანა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ისაუბრა საერთაშორისო

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ორივე მხრიდან მოქმედებს სამხედრო ცენზურა და შესაძლოა, ტყვეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა უბრალოდ აკრძალულია.

„სამხედრო ცენზურა მოქმედებს ორივე მხარეს. გავრცელდა ვითომ, რომ ერთი ამერიკელი ოფიცერი აიყვანეს. ზუსტად არ ვიცი, მგონი დეზინფორმაციაა. ტყვეების აყვანაზე ალბათ არ გავრცელდება ინფორმაცია. შესაძლოა მათ გაცვალონ ერთმანეთში, ასეთი რაღაც მოსულა საომარი მოქმედებების პირობებში.

„ფაქტობრივად, ცნობები არ არის დანაკარგების შესახებაც. ფსიქოლიგიურ ომში, ბუნებრივია, დანაკარგებს არცერთი მხარე არ წარმოაჩენს, ეს არის აქსიომა. ფსიქოლოგიურ ომს თავისი სპეციფიკური გამოხატულება აქვს. ეს არ არის საინფორმაციო ომი და მიმართულია მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალებისა და სამხედროების მორალის დასაძლევად. ფსიქოლოგიური ომის გათვალისწინებით, ყველაფერი არის დამალული დიდი ცენზურის ქვეშ", - განაცხადა მაისაიამ.

მისი თქმით, შესაძლოა მხარეებს შორის პერიოდულად ცვლიან ტყვეებს და ამის აფიშირებას სხვადასხვა მიზეზის გამო არ ახდენენ.

„შესაძლებელია ტყვეები ჰყავთ, ამ დროს ისინი ერთმანეთს პირდაპირ დაუკავშირდებიან და მოახდენენ ტყვეების გაცვლას. უფრო მოსული ვარიანტია ეს, ვიდრე ტყვეების საჯაროდ დაფიქსირება.

„ტყვეების აყვანას არეგულირებს ჟენევის კონვენცია და კიდევ სხვა სპეციალური კონვენციები. მიდის საომარი მოქმედებები, ლოკალური ომია და ტყვედ თუ ჩავარდა ვინმე, მაშინ მას უნდა ჰქონდეს სიცოცხლის გარანტია და გარკვეულწილად ელემენტარული პირობებისა და კარგად მოპყრობის", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×