რეზონანსი
09.10.2020

მჯერა, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

„მსიამოვნებს, როდესაც დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, თანადაფინანსებით ბევრი პროგრამით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება.

მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ არსებობს გამოწვევები, რომელიც თქვენ წინაშე დგას და რომელთა დაძლევა გახლავთ ჩვენი გუნდის პრიორიტეტი. ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის როლი და ჩართულობა მნიშვნელოვანია, მჯერა, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას და გადავლახავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ონის მუნიციპალიტეტს და ქვეყანას აწუხებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×