
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ივერ მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე დარწმუნებულია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
მისი თქმით, ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასაარჩევნო პოლიტიკურ თამაშებს ეწირებიან.
"ყველაფერს აკეთებდნენ ისე, როგორც საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რაღაც თამაშებში შემთხვევით აღმოჩნდნენ ჩართულები, იმიტომ რომ ისინი არ არიან პარტიულები, არცერთ პარტიაში არ არიან და არ არიან პოლიტიკაში ჩართულები. მაგრამ, რაღაც დიდი სპექტაკლი დაიდგა არჩევნების წინ ამ ორი ძალის დაპირისპირების გამო და ესენი მოყვნენ შუაში და შეეწირნენ სხვების პოლიტიკურ თამაშს", - განაცახად თამარ სულაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.