
"ახლა სიტუაცია ისეთია, შეიძლება ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიოთ. ვერასდროს ვერანაირ ვეარიანტს ვერ გამორიცხავს ვერავინ. სინამდვილეში რა არის, წესიერმა მართლმსაჯულებამ უნდა დაგვანახოს", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა საპატრიარქოს უნივერისტეტში გამართული წმინდა სინოდის წევრების და დიპოლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან დავით გარეჯის საქმესთან დაკავებული პირების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა წინასაარჩევნო პოლიტიკური ელფერი დავით გარეჯთან დაკავშირებულ საგამოძებო პროცესს, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ საკითხზე კითხვები პოლიტიკოსებს უნდა დასუვან.
"ჩვენს ქვეყანაში სულ არჩევნებია და ახლა, ვის რა როდის გაახსენდება. არა მგონია არქიმანდრიტი კiრიონის ჩვენების საფუძველზე იყვნენ დაკავებულები. ალბათ, პროცესი ცოტა ღია თუ იქნება, ვნახავთ, რა იყო და რა - არა. მიხვიდე ჩვენთან პროკურატურაში, რაღაცა თქვა და საქმე აღძრან მაშინვე, რაღაც გაარკვიონ, რა ვიცი, რა. კითხეთ მამა კირიონს პირველად როდის უთხრა სახელმწიფოს და თუ ადრე უთხრა, მაშინ მამა კირიონს არ უნდა მოვკითხოთ, არამედ სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურებს. თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა, თუ არა აქვს და აბრალებ ადამიანს, კიდევ უარესი. მირჩევნია, დღეს ასე გიპასუხოთ. პროკურატურის ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ. თუ საბუთები არა აქვთ, მხოლოდ ნათქვამით არ გვიჯერებენ ხოლმე. მამა კირიონმა შეიძლება მოითხოვა, დავით გარეჯის საკითხს წესიერად მიხედეთო, თორემ მერე გამოძიება როგორ წავიდა, ვის კიდებენ ხელს. ეკლესია არავის არ ვაჭერინებთ ხოლმე. კაცს თუ იჭერენ, თუ დამნაშავეა, თავისით განოიჭერენ, თუ დამნაშავე არ არის, ეგეც გამოჩნდება"-განაცხადა მეუფე იაკობმა.