რეზონანსი
09.10.2020

სასულიერო პირებმა, რომლებმაც დავით გარეჯის საკითხზე ჩვენება მისცეს, სავარაუდოდ, ცრუ მოწმეები არიან, ხოლო საპატრიარქო ბინძური სამუშაოების შემსრულებელია, - ამის შესახებ განცხადებას მეუფე პეტრე ცაავა აკეთებს.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში დავით გარეჯის საკითხი საპატრიარქოში არასდროს დამდგარა.

"წინა ხელისუფლების პერიოდში საპატრიარქოში დავით გარეჯის საკითხი განსახილველად არასდროს დამდგარა და არც სინოდის სხდომაზე განხილულა.

ინფორმაცია არ მაქვს, დავით გარეჯის საკითხზე თუ რომელმა მამაოებმა მისცეს ჩვენება, მაგრამ ვეჭვობ, რომ ცრუ მოწმეები არიან", - განუცხადა "2020NEWS"-ს მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრეს თქმითვე, დღეს საპატრიარქო ბინძური პოლიტიკური სამუშაოების შემსრულებელია.

"ეჭვი მაქვს იმიტომ, რომ საკითხი ბოლომდე პოლიტიზებულია და წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ხოლო, წინასაარჩევნოდ საპატრიარქო ამ ბინძური სამუშაოების შემსრულებელია. საპატრიარქო არ ემსახურება ღმერთს, არამედ ემსახურება მამონას", - დასძინა სააგენტოსთან პეტრე ცაავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×