რეზონანსი
09.10.2020

სავაჭრო ცენტრი "თბილისის ცენტრალი" დაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ორი დღის განმავლობაში სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას წყვეტს.

„დღეს 9 ოქტომბერს 12-13 საათიდან სავალდებულოა ჩატარდეს სავაჭრო ცენტრში სრული სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც მოითხოვს ცენტრის ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვას, ვაჭრობის და სამუშაოების დროებით შეჩერებას 2020 წლის 12 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, "თბილისი ცენტრალში" არსებულ "ოქროს ბირჟის" რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×