რეზონანსი
09.10.2020

„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" აქვს შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში ყველა ოლქში გაიმარჯვოს.

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა ამომრჩევლის მობილიზაცია.

„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში ყველა ოლქშიც კი მოვიგოთ არჩევნები. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ჩვენი აქტივის სრული მობილიზაცია. პირველ რიგში, საჭიროა ამომრჩევლის მობილიზაცია. თუ ამომრჩევლები საკმარისი რაოდენობით გამოცხადდებიან საარჩევნო უბნებთან, ასეთ შემთხვევაში, პირველივე ტურში, ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×