რეზონანსი
09.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბრის თვეში კორონავირუსით 140-მდე სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.

მისივე თქმით, საერთო ინფიცირებულებში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული.

„მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტი მერყეობს 10-დან 20-ის ფარგლებში. ჩვენთან სექტემბრის თვეში სულ დაინფიცირებული იყო 10-12%, ანუ 140-მდე სამედიცინო პერსონალი, აქ ითვლებიან როგორც ექიმები, ექთნები და უფროსი სამედიცინო პერსონალი. მართალია ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეს რიცხვი გაიზარდა, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული საერთო ინფიცირებულებში და გვაქვს 6.4%. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ტრენინგებმა, რომელსაც ინტენსიურად ვატარებდით ზაფხულში ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებასთან დაკავშირებით, შეიძლება, გარკვეული შედეგი გამოიღო", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სექტემბრის თვეში დაინფიცირდა ტუბერკულოზის მქონე 1 პაციენტი და 29 სხვა რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×