რეზონანსი
09.10.2020

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილი ინფორმაციით, რესტორან „ადმირალში“, სადაც თამარ ბაჩალიაშვილს სავარაუდოდ, შეხვედრა უნდა გაემართა, კამერების სადენები განზრახ გადაჭრილია.

„რაც უფრო ვეცნობით საქმის მასალებს, მით უფრო ვხვდებით, რომ გამოძიება თავის დროზე არ დაინტერესდა გარკვეული გარემოებებით და არ იცის საზოგადოებამ რა ხარვეზებია გამოძიების საქმეში დაშვებული. ასევე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება ლევან სამსხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, რადგან „ადმირალის“ კამერის სადენები არის განზრახ გადაჭრილი. ეს დაადგინა შსს-ს ექსპერტიზის ბიურომ და აუცილებელია დადგინდეს ხანდაზმულობა, რაც არ არის ამ დრომდე დადგენილი“, – აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×