რეზონანსი
09.10.2020

რა უნდა შეჩერდეს და რა უნდა დაიკეტოს, რა უნდა გადავადდეს იღებს საკოორდინაციო საბჭო კონსენსუსის და ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე. ჯერჯერობით დაანონსებულია, რომ საბავშვო ბაღები იწყებენ მუშაობას, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით ნებისმიერი მობილობის გაზრდა მომატებული რისკია, თუმცა მომატებული ინფიცირების ფონზე ქვეყანაში პროცესი იმართება. „სამედიცინო სექტორი პროცესს მართავს და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. ამიტომ საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი ორშაბათს კვლავ განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბაღების გახსნის თემა, ეპიდემიოლოგიურის გარდა ზოგადად სოციალური საკითხია. „მშობლები მუშაობენ და ბავშვი უნდა წავიდეს საბავშვო ბაღში. ეს ასევე დაკავშირებულია ბავშვთა კვებასთან. ეს საკითხი კომპლექსურია და მოითხოვს განხილვას. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოსაზრებები ბაღების გახსნაზე, ამას გავაჟღერებთ და მოხდება გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის წესით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×