რეზონანსი
09.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდ ქალაქებში უფროსკლასელებისთვის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით უახლოეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. როგორც გამყრელიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი მოსაზრება აქვს, თუმცა სწავლა და განათლება უპირველესია.

„ამ საკითხებზე მოდით წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ეს იქნება განხილული უახლოეს საკოორიდნაციო საბჭოზე და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ გაგრძელდება შემდგომში ეს პროცესი.

სწავლა, განათლება უპირველესია და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ბავშვები დაბრუნდნენ რეალურ სივრცეში“-განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×