რეზონანსი
09.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებეზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ, დაწესდება თუ არა კვლავ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები და რა ფორმით. ამირან გამყრელიძის თქმით, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს.

„ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს საკოორდინაციო საბჭოზე ორშაბათს იქნება მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა შეზღუდვები, ან რა ფორმით. როდესაც ყოველდღე გვაქვს 400-550 შემთხვევა, რა თქმა უნდა, იმატებს დაუდგენელი წყაროები, რადგან უკვე ეს საყოველთაო გავრცელების ერთ-ერთი ინდიკატორია. ამიტომ, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს. როდესაც იყო დღიური 30-50 შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ უხშირესად გავდიოდით წყაროებზე, ახლა კი  წყაროების იდენტიფიცირება რთულია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×