რეზონანსი
09.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, თუ ვინ აიცრება პირველ რიგში გრიპის ვაქცინით.

როგორც ბრიფინგზე ზახაშვილმა განაცხადა, უპირველესად მაღალი რისკის ჯგუფთა წარმომადგენლები აიცრებიან, მათ შორის ორსულები და დიალეზზე მყოფი პაციენტები.

„რადგან პირველ ეტაპზე მომწოდებელი გვაწვდის 25 ათას დოზა ვაქცინას, ვფიქრობ, უპრიანია, რომ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები აიცრან ვაქცინების პირველი ტრანშით და შემდეგ ჩაერთონ სხვა მაღალი რისკის ჯგუფები, რომელიც ასევე განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე. ვფიქრობ, რომ პირველი 25 ათასი დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალეზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივ ინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურე პერსონალის ასაცრელად. ესაა ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარონ ვაქცინა“,- განაცხადა ზახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×