რეზონანსი
09.10.2020

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი მოუწოდებს ნატო-ს, თურქეთზე ზეწოლა მოახდინოს.

„ბლუმბერგთან“ ინტერვიუში არმენ სარგსიანმა მოუწოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უკეთ შეისწავლოს თურქეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

„მე ნატო-ს ვთხოვე დეტალურად შეესწავლა ეს საკითხი. ახლა შექმნილია ვითარება, როდესაც ნატო-ს წევრი თურქეთი მონაწილეობს ან მის ჩათრევას ცდილობენ მესამე ძალების კონფლიქტში, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. კითხვა ისმის, აუნთეს თუ არა მწვანე შუქი თურქეთს ნატო-ში. პასუხი თუ დადებითია, ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, თუ არა, მაშინ იმედი გვაქვს, ჩვენი კოლეგები ნატო-ში განაცხადებენ თავისი პოზიციის შესახებ და ზეწოლას მოახდენენ თურქეთზე, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ კონფლიქტში“, – აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×