რეზონანსი
09.10.2020

ახალი გარემოებები იკვეთება დავით-გარეჯასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. პროკურატურის ცნობით, კომისიის ორი ყოფილი წევრის მიზანმიმართულმა ქმედებებმა საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე შექმნა. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული მოკვლევა გრძელდება. მასალების მოძიების პროცესში აქტიური და მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის როლი. ამას კომისიაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მიმდინარე გამოძიება საქართველოსთვის ბევრ რამეს შეცვლის.

ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

პროკურატურა აქცენტს კვლავაც უმძიმეს დანაშაულზე აკეთებს. უწყება „ქრონიკასთან“ პირველად ამბობს, რომ დანაშაულის მოტივი გამოძიებას უკვე მოკვლეული აქვს, თუმცა გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ამ საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებს.

ჯარჯი წიკლაურის განცხადებით გამოძიება ადგენს, რომ დაკავებულების სახელმძღვანელო რუკა, დავით გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს მიაკუთვნა. გამოძიება კი ამტკიცებს, რომ ისტორიული ძეგლები საქართველოს ეკუთვნის.

„საზღვრის ხაზი ივერი მელაშვილმა გადაატარა პირდაპირ მწვერვალზე, როდესაც მისგან მრავალი ასეული მეტრის დაშორებით სამხრეთით გადიოდა საზღვარი. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, ამას დიდი კარტოგრაფიული ცოდნა არ სჭირდება. ნებისმიერმა ობიექტურმა ადამიანმა ნახოს რუკები და ტავად დარწმუნდება. ბატონი მელაშვილი ამტკიცებს, რომ დავით გარეჯის ძეგლები ექცევა აზერბაიჯანში და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს არის სიცრუე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, წლების მანძილზე, რასაც ეს ადამიანი ეწეოდა. რელობა არის სხვა. დავით გარეჯის ძეგლები არის საქართველოში“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×