რეზონანსი
09.10.2020

ამდენი ხანი რატომ არ გამოაქვთ განაჩენი სასამართლოს, წარმოდგენაც არ მინდა მარტო მე რასაც ვიზამ! მკვლელი დაისაჯოს სათანადოდ – ამის შესახებ, მომღერალმა, თიკა მახალდიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მახალდიანის პოსტიდან ირკვევა, რომ მისი დედის, თამუნა ანთელავას მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც თიკას ოჯახის წევრები და ადვოკატები არ დაუშვეს.

“ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, დღეს სასამართლოზე არ დაუშვეს არც ჩემი მეუღლე, არც დეიდაშვილი და არც ჩვენი ადვოკატი, არ ვიცი მოიგონეს თუ მართლა პანდემიის გამო, სხვაგან ყველგან გამოტენილია ხალხით სადაც არ უნდა გაიხედო, ამ პანდემიამ დაგვღუპა და სახლში გამოკეტვამ ზუსტად! ამდენი ხანი რატომ არ გამოაქვთ განაჩენი სასამართლოს, ძაან მაინტერესებს ??

რას ელოდებიან? რით ვერ დამთავრდა 6 თვე გახდება მალე, რატო წელავენ ?? რამე ისე რო არ მოხდეს რასაც ველოდებით, წარმოდგენაც არ მინდა მარტო მე რასაც ვიზამ! მკვლელი დაისაჯოს სათანადოდ”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×