რეზონანსი
09.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები არ იგეგმება. ამასთან მისივე ინფორმაციით, სადაც საჭიროა, იქ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

„ამიტომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება. მაგრამ იქ, სადაც საჭიროება ე.წ. წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი ფართო შეზღუდვები შესაძლებელია. მაგალითად, სკოლაში გაჩნდა ერთი ბავშვი ინფიცირებული, კლასი შეწყვეტს სწავლას და ბავშვები გადავლენ თვითიზოლაციაში. ისევე როგორც ე.წ. ოქროს ბირჟაზე ჩატარდა შემზღუდველი ღონისძიება, ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში.

ინფიცირებულთა ის რაოდენობა, რაც დღეს აჭარაში გვაქვს საკმაოდ ბევრია. რაღაც ნიშნები სტაბილიზაციის აჭარაში გამოიკვეთა, მაგრამ ეს არავითარი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენი რეკომენდაციით, ის ღონისძიებები, რაც აჭარაში მიმდინარეობს უნდა გაგრძელდეს, სანამ ჩვენ ახალი შემთხვევების გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვალთ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×