რეზონანსი
09.10.2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 288 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2170-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 138 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 814 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2-ით გაიზარდა და 21-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×